Logo

ზელენსკი - დნიპროში რუსების დაბომბვის შედეგად უკვე 16 დაღუპულია

უკრაინა
361
Frontnews image description

რუსი ოკუპანტების მიერ დნიპროზე სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, ასზე მეტი დაშავდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დიდი რაოდენობით სახლები დაზიანდა, ასევე დაზიანდა სკოლები.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსები სამგზავრო მატარებელსაც კი დაესხნენ თავს, რომელიც ამ მარშრუტზე მოძრაობდა.

თავის მხრივ დნეპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ლისაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ 174 ადამიანი დაშავდა, მათგან დაახლოებით ასი საავადმყოფოში რჩება.

 

Advertisement