Logo

ზელენსკი - დონბასი აბუ-დაბიში მოლაპარაკებების საკვანძო საკითხია

უკრაინა
94
Frontnews image description

ტერიტორიული საკითხი, პირველ რიგში დონბასი, მთავარია. მას უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციები აბუ-დაბიში დღევანდელ მოლაპარაკებებზე განიხილავენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

"დონბასის საკითხი მთავარია. ის, როგორც სამი მხარე ამას ხედავს, აბუ-დაბიში დღეს და ხვალ იქნება განხილული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი მას ყველა ეტაპზე შესაბამის სიგნალებს მიაწვდის.

უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის პირველი სამმხრივი შეხვედრა დღეს, 23 იანვარს აბუ-დაბიში გაიმართება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები