Logo

ზელენსკი – დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო, ვიბრძოლებთ, არაფერს უკრაინულს არ დავთმობთ

უკრაინა
915
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, დონბასისთვის ბრძოლა დაიწყო.

 

მისივე თქმით, უკრაინელები ბოლომდე იბრძოლებენ და საკუთარ ტერიტორიას არ დათმობენ.

 

“დღეს უკვე შეიძლება იმის კონსტატირება, რომ რუსეთის ძალებმა დაიწყეს ბრძოლა დონბასისთვის, რისთვისაც ემზადებოდნენ. რუსეთის არმიის ძალიან დიდი ნაწილი ახლა კონცენტრირებულია ამ შეტევისთვის. 

 

რამდენი რუსი სამხედროც არ უნდა გაგზავნონ იქ, ჩვენ თავს დავიცავთ და ვიბრძოლებთ. ამას ყოველ დღე გავაკეთებთ. არაფერს უკრაინულს არ დავთმობთ, სხვისი კი უბრალოდ არ გვჭირდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement