ზელენსკი დონეცკის ოლქზე – იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, დონეცკის ოლქში სასტიკი ბრძოლების გამო ახლა ჯოჯოხეთია, მაგრამ რეგიონში ძლიერი თავდაცვის წყალობით, უკრაინის თავდაცვის ძალებს შეუძლიათ სხვა მიმართულებით წინსვლა.
“სამხრეთით ეს წარმატება შესაძლებელი გახდა იმის გამო, რომ ყველა ჩვენი დამცველი ღირსეულად ასრულებს დავალებას. მადლიერების სიტყვები, რომლებსაც ახლა ესმით ჩვენ დამცველებს ხერსონის რეგიონში, მადლიერების სიტყვებია ყველას მიმართ, ვინც იბრძვის უკრაინისთვის, ვინც მუშაობს ჩვენს გამარჯვებაზე და ვინც ყველა დონეზე გვეხმარება”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ, ვინც დონბასში რუსეთის თავდასხმებს იგერიებს.
“იქ უბრალოდ ჯოჯოხეთია. ყოველდღე ძალიან სასტიკი ბრძოლებია. მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები გაბედულად იცავენ თავს, უძლებენ დამპყრობლების საშინელ ზეწოლას, ინარჩუნებენ თავდაცვის ხაზებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი თავდაცვის წყალობით, დონეცკის რეგიონში ჩვენ შეგვიძლია შეტევითი ოპერაციების განხორციელება სხვა მიმართულებით. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ვინც იცავს უკრაინას ამ განსაკუთრებით მძიმე ბრძოლებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს