ზელენსკი – დრო რჩება რუსეთის იარაღად, ჩვენ უნდა ვიჩქაროთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა.
ვიდეო მიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ერების განადგურებას ცდილობს და ეს ომი გადაწყვეტს “როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ“.
მისივე თქმით, “კრემლმა უნდა წააგოს“.
“თქვენ ხართ ძლიერი ხალხი ძლიერი ქვეყნებიდან. მე მოგიწოდებთ მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებმაც შეიძლება წაართვან რუსეთის ბოროტებას ნებისმიერი ძალა… გამარჯვება თქვენს ხელშია. დრო რჩება რუსეთის იარაღად. ჩვენ უნდა ვიჩქაროთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან შეხვედრის მონაწილეებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უკრაინა ტანკებს ელოდება.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს