ზელენსკი – დროა, დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების გარდა, უკრაინამ გააერთიანა მთელი მსოფლიო თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლაში. დროა, დაიწყოს მოლაპარაკებები კავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლადიმირ ზელენსკიმ უმაღლესი რადას წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინა დიდი ხანია, იმსახურებს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსს, წელს კი ქვეყანამ უფრო მეტს მიაღწია.
“უკრაინა ძლიერდება. ის აძლიერებს ევროკავშირს და მთელ თავისუფალ სამყაროს თავისუფლებისა და მშვიდობისთვის ბრძოლით. ეს არის ჩვენი მთავარი მიღწევა საგარეო პოლიტიკაში გასული წლის განმავლობაში”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ მის გარეშე ევროპაში არც ერთი გაერთიანება არ იქნება ძლიერი.
“და სწორედ ამიტომ, ევროკავშირის ყველა ქვეყანაში მოქალაქეთა თავდაჯერებულმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკრაინას და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების იდეას და უმრავლესობა გვხედავს ჩვენ ალიანსში. დროა, დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს