ზელენსკი - ძლიერი სიცივის პირობებში, რუსეთი უკრაინის ახალ მასიურ დაბომბვას ამზადებს

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა შესაძლოა, უახლოეს მომავალში უკრაინაზე ახალი მასშტაბური კომბინირებული შეტევა განახორციელოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ჩვენ გვაქვს დაზვერვის ინფორმაცია: რუსები ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებენ. დრონები საჰაერო თავდაცვისა და რაკეტების შესასუსტებლად. მათ სიცივით სურთ ისარგებლონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მტრის ახალი დარტყმები შესაძლოა, უკვე უახლოეს პერიოდში იყოს და უკრაინელებს მოუწოდა, ფხიზლად იყვნენ და თავს გაუფრთხილდნენ.
რუსეთმა გუშინ ღამით კვლავ დაარტყა ოდესას, დააზიანა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები. ერთი რაიონის ნაწილი დროებით ელექტროენერგიის გარეშეა და სპეციალისტები მის აღდგენაზე მუშაობენ.
გარდა ამისა, რუსული დრონები კიევსაც დაესხნენ თავს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ნანგრევების ჩამოვარდნა დაუსახლებელ შენობასა და საცხოვრებელი კორპუსის მახლობლად დაფიქსირდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




