ზელენსკი – ერთ-ერთმა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცა, რომელიც არ მუშაობდა


ავტორი
Front News საქართველო
ერთ-ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინაში კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის სისტემა გაგზავნა, რომელმაც საბოლოოდ არ იმუშავა, ამიტომ მოგვიწია მისი “ისევ და ისევ“ შეცვლა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაზეა საუბარი.
“ჩვენ გვაქვს შესანიშნავი გადაწყვეტილებები Patriot-სთვის, მაგრამ ჯერ არ გვაქვს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, იანვრიდან უკრაინელი სამხედროები გადიან წვრთნებს შეერთებულ შტატებში Patriot-ის სისტემის მუშაობისთვის, მაგრამ ის ჯერ არ არის განლაგებული უკრაინაში.
“უკრაინას სჭირდება 20 Patriot-ის ბატარეა რუსული რაკეტებისგან თავის დასაცავად და ესეც შეიძლება არ იყოს საკმარისი, რადგან ამდენი ბალისტიკური რაკეტით მსოფლიოს არცერთი ქვეყნისთვის არ შეუტევიათ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს