Logo

ზელენსკი – ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ მუშაობას

უკრაინა
1328
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია გენოციდის ნიშნებს შეიცავს.

 

“დღეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი სტრასბურგში – ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც ადგენს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. 

 

პრაქტიკულად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენს გლობალურ მუშაობას რუსეთის პასუხისგების კუთხით და მისი ჩინოვნიკების, მათ შორის ტერორისტული სახელმწიფოს მეთაურის, პასუხისგებაში მიეცნენ ზუსტად გენოციდის, უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია არის ერთ-ერთი კარგად გააზრებული ელემენტი მის მცდელობაში, წაშალოს უკრაინელი ხალხის იდენტობა, გაანადგუროს უკრაინელების არსი.

 

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დღეს უკრაინის პირველმა ლედიმ ელენა ზელენსკამ მიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას ბავშვების დეპორტაციის თემაზე.

 

“ჩვენმა პარლამენტარებმა და დიპლომატებმა კარგი სამუშაო გასწიეს ყველა დონეზე – ფორმალური და არაფორმალური, სახელმწიფოს ლიდერებთან, საპარლამენტო, სამთავრობო, სამართალდამცავ დონეზე, იურიდიულ საზოგადოებაში და საერთაშორისო და საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებში – ჩვენ  გავაგრძელებთ მუშაობას ყველა დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის დასაბრუნებლად და რუსეთის დასასჯელად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ს ხელისუფლებამ იცის თითქმის 20 000 ბავშვის მონაცემები, რომლებიც რუსეთმა უკანონოდ გაიყვანა უკრაინის ტერიტორიებიდან.

 

“მაგრამ აშკარაა, რომ ეს მხოლოდ უფრო დიდი დანაშაულებრივი აქტის ნაწილია. ასეთი ბავშვები შეიძლება ბევრად მეტი იყოს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

27 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით, იძულებითი დეპორტაცია გენოციდის ნიშანია, ამიტომ ყველა საქმე უნდა იყოს გამოძიებული და ყველა მონაწილემ პასუხი უნდა აგოს.

 

გარდა ამისა, ასამბლეამ ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინელების გენოციდში მონაწილედ აღიარა.

Advertisement