Logo

ზელენსკი – ეს კადრები მსოფლიომ უნდა ნახოს, ნუ ელოდებით, რომ ამას დავივიწყებთ, არ ვაპირებთ ვაპატიოთ მკვლელებს

უკრაინა
1407
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, რუსი ოკუპანტის მიერ უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეოს უპასუხონ. 

 

მისივე თქმით, ოკუპანტები პასუხს აგებენ თავიანთ დანაშაულებზე.

 

ზელენსკის თქმით, უკრაინელი ტყვეს სიკვდილით დასჯის კადრები მსოფლიომ უნდა ნახოს.

 

“ეს არ არის უბედური შემთხვევა, ეს არ არის ეპიზოდი, ეს ადრეც იყო, ბუჩაში მოხდა, ათასჯერ, ყველამ უნდა მოახდინოს რეაგირება, ყველა ლიდერმა. ნუ ელოდებით, რომ ამას დავივიწყებთ, რომ დრო გავა, ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დავიწყებას, არ ვაპირებთ ვაპატიოთ მკვლელებს. სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება ყველაფერზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, მსოფლიო ვერ გაიგებს, თუ ლიდერები არ უპასუხებენ ასეთ სისასტიკეს.

 

“ახლა ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ. მაქსიმალურად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული ფრონტზე – შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ, განდევნოთ ოკუპანტი ჩვენი მიწიდან. მთავარი მიზანი გამარჯვებაა. ოკუპანტების დამარცხება, მკვლელების დასჯა, ტრიბუნალი ბოროტ სახელმწიფოს. 

 

მარადიული ხსოვნა ყველას, ვისაც სიცოცხლე წაართვა ამ რუსმა ტერორმა. დიდება ყველას, ვინც ებრძვის ამ ბოროტებას. დიდება უკრაინას!” – განაცხადა ზელენსკიმ.

 

სოციალურ ქსელში რუსების მიერ უკრაინელი ჯარისკაცის სიკვდილით დასჯის ვიდეო გავრცელდა. გამოქვეყნებულ კადრებზე უკრაინამ გამოძიება უკვე დაიწყო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა, რომ კომპეტენტური ორგანოები ადგენენ უკრაინელი ჯარისკაცის ვინაობას, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა სიკვდილით დასაჯეს.

Advertisement