Logo

ზელენსკი - ეს ტერორისტებსაც კი არ გაუკეთებიათ, რუსეთმა უნდა იგრძნოს მთელი მსოფლიოს რეაქცია

უკრაინა
140
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ დღეს განხორციელებული დაბომბვა ისეთი მასშტაბის იყო, როგორიც მსოფლიოში არცერთ ტერორისტს არასდროს გაუკეთებია.

მისივე თქმით, 7 თებერვლის ღამეს რუსებმა ასევე დაბომბეს ობიექტები, რომლებზეც დამოკიდებულია ატომური ელექტროსადგურების მუშაობა. ეს, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც.

"დღეს ჩვენი უკრაინული ატომური ელექტროსადგურების ბლოკებმა შეამცირეს გენერაცია და ერთი ბლოკი ავტომატურად გაითიშა. ეს არის თავდასხმის ისეთი დონე, როგორიც მსოფლიოში არცერთ ტერორისტს არასდროს გაუკეთებია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსეთმა უნდა იგრძნოს მთელი მსოფლიოს რეაქცია, ყველასი, ვინც გულწრფელად შეშფოთებულია საფრთხით.

გარდა ამისა, მოსკოვმა უნდა აჩვენოს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ასეთი დარტყმები და ომი, არამედ მიმდინარე მოლაპარაკებებიც, რომლებმაც შედეგი უნდა გამოიღოს.

7 თებერვლის ღამეს რუსებმა კვლავ შეუტიეს უკრაინას, დაახლოებით 400 დრონის და სხვადასხვა ტიპის 40 რაკეტის გამოყენებით.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები