ზელენსკი – ევროკავშირში უკრაინის წევრობის დასაწყისი დღეიდან აითვლება


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირში უკრაინის წევრობის დასაწყისი დღეიდან აითვლება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირში უკრაინის წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალური დაწყების კომენტირებისას განაცხადა.
“დღეს არის ისტორიული დღე, როდესაც ჩვენ გადავდივართ უკრაინის წევრობის შესახებ ევროკავშირთან ფაქტობრივ, რეალურ მოლაპარაკებებზე.
2022 წლის 28 თებერვალს, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ხელი მოვაწერეთ წევრობის განაცხადს. თითქმის ორი წლის წინ, 2022 წლის ივნისში მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, გასული წლის დეკემბერში კი – მოლაპარაკებების დაწყების პოლიტიკური გადაწყვეტილება. თუმცა სწორედ დღეიდან აითვლება ევროკავშირში ჩვენი წევრობის დასაწყისი: უკვე დღეს გაიმართება უკრაინისა და ევროკავშირის პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია.
მადლობა თითოეულს, ვინც იცავს უკრაინას, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხალხს. მადლობა გუნდს, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ ევროკავშირის ნაწილი გავხდეთ. ჩვენ ვერასდროს გადაგვახვევინებენ გაერთიანებული ევროპისკენ გზიდან, ჩვენი საერთო სახლისკენ – ყველა ევროპელი ერის სახლისკენ. სახლისკენ, რომელიც უნდა იყოს მშვიდობიანი!“ – წერს ზელენსკი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს