ზელენსკი - ევროპაში საქართველო უკვე დავკარგეთ, ის დამოკიდებულია რუსეთზე


ავტორი
Front News საქართველო
ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. ევროპა ვერ მისცემს თავს უფლებას, მოლდოვაც დაკარგოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო რუსეთზე დამოკიდებულია.
"მსოფლიოს პასუხი კვლავ არ არის საკმარისი. ჩვენ ევროპაში უკვე დავკარგეთ საქართველო, ადამიანის უფლებები და ევროპული ხასიათის სახელმწიფოებრივი მოწყობა იქ მხოლოდ უარესდება. საქართველო დამოკიდებულია რუსეთზე და მრავალი წელია, ბელარუსი ასევე მიიწევს რუსეთზე დამოკიდებულებისკენ. ევროპა ვერ მისცემს თავს მოლდოვის დაკარგვის უფლებასაც. მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, თუ როგორ დააიგნორა მსოფლიომ რუსეთის თავდასხმის შემდეგ საქართველოს დახმარების საჭიროება და როგორ იქნა გაშვებული ეს მომენტი ბელარუსთან, და როგორ არ უნდა დაიკარგოს მოლდოვა. ევროპისთვის მოლდოვის სტაბილურობის მხარდაჭერა არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს, თუმცა უმისობა გაცილებით ძვირი დაუჯდება.
სწორედ ამიტომ ევროკავშირი უნდა დაეხმაროს მოლდოვას ახლა, დაფინანსებით, ენერგეტიკის მხარდაჭერით, და არამხოლოდ ომებში ან პოლიტიკური ჟესტებით. არ უნდა დაგვავიწყდეს ადამიანებისა და ერების უფლებების დაცვა რეგიონებში, სადაც ეს უფლებები საფრთხის ქვეშაა. გაეროს ქარტია და ადამიანის უფლებათა დაცვის უნივერსალური დეკლარაცია ყველგან უნდა იყოს დაცული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს