Logo

ზელენსკი იაპონიაში G7-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინა
1478
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აპირებს ვირტუალურად დაესწროს G7-ის მომავალ სამიტს იაპონიაში.

 

ზელენსკის თქმით, ის იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კიშიდას მიწვევის შემდეგ მაისის სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

 

ეს იქნება მეორე შემთხვევა, როდესაც ზელენსკი ვირტუალურად გაესაუბრება G7-ის მონაწილეებს. უკრაინის პრეზიდენტი დიდი შვიდეულის სამიტს პირველად 2022 წლის ივნისში ჩაერთო.

Advertisement