ზელენსკი - იარაღის თითქმის 60%, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ, უკრაინულია და ეს არის ძლიერი იარაღი


ავტორი
Front News საქართველო
სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინამ იარაღის წარმოების ახალ დონეს მიაღწია. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების მარაგების თითქმის 60% უკრაინული იარაღია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა ქმნის იარაღის ერთობლივი წარმოების ახალ ობიექტებს. კერძოდ, ისტორიაში პირველად, ქვეყანამ თავის ტერიტორიაზე დანიასთან ერთობლივი ქარხნის მშენებლობა დაიწყო, რომელიც რაკეტებისა და დრონების კომპონენტებს აწარმოებს.
"იარაღის თითქმის 60%, რომელიც ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ, უკრაინულია და ეს არის ძლიერი იარაღი, ბევრი მოწინავე რამ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს მიზნები, რომელთა მიღწევაც აუცილებელია. მან განმარტა, რომ ეს ეხება უკრაინაში ან უკრაინასთან ერთად სხვადასხვა ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას.
"ეს გამოწვევაა, რომელიც უნდა გამოგვივიდეს. უკრაინამ უკვე დაამტკიცა, რომ იარაღის წარმოებაში მსოფლიოში საუკეთესოებს შორის ვართ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს