ზელენსკი – ის, ვისაც დღეს სურს, იყოს ნეიტრალური, რათა რამე არ დაკარგოს, დაკარგავს ყველაფერს


ავტორი
Front News საქართველო
ის, ვისაც დღეს სურს, იყოს ნეიტრალური, რათა რამე არ დაკარგოს, დაკარგავს ყველაფერს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ ყველა ერს მათთან ერთად ბრძოლისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, უკრაინა მხოლოდ დასაწყისია და რუსეთი სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდებასაც ისახავს მიზნად.
“უკვე არაერთხელ ვთქვი, რუსეთის შეჭრა უკრაინაში მხოლოდ დასაწყისია, შემდგომში მათ სხვა ქვეყნების ხელში ჩაგდება უნდათ. რა თქმა უნდა, ჩვენ დავიცავთ საკუთარ თავს იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება რუსეთის ფედერაციის ამ ამბიციის გატეხვას. მაგრამ ყველა ერმა, ვისაც ჩვენს მსგავსად სჯერა სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების, ჩვენთან ერთად უნდა იბრძოლოს. უნდა დაგვეხმარონ, რადგან ამ გზაზე პირველები აღმოვჩნდით.
და ვინ იქნება შემდეგი? თუ მას, ვისაც შეუძლია აღმოჩნდეს უფრო შორს, სურს დღეს ნეიტრალური იყოს, რათა რამე არ დაკარგოს, ეს ნამდვილად ყველაზე სარისკო ფსონია, რადგან თქვენ დაკარგავთ ყველაფერს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს