ზელენსკი ლვოვში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
ლვოვის ოლქში სამუშაო ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო საზღვრის დაცვის და ჩრდილო-დასავლეთ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, კერძოდ, შეხვედრაზე განიხილეს ბელარუსის საზღვარზე ოპერატიული ვითარება. ასევე მოისმინეს ინფორმაცია შესაბამის ტერიტორიებზე კონტრდივერსიული ღონისძიებების შესახებ.
იქამდე უკრაინის პრეზიდენტმა რუს ოკუპანტებთან ბრძოლებში დაღუპული სამხედროების ხსოვნას მიაგო პატივი.
“ლვოვში ვიზიტი დავიწყე ყველაზე მნიშვნელოვანი რამით – უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის პატივისცემით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას!”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fzelenskiy.official%2Fvideos%2F736740377590498%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს