ზელენსკი მადრიდში ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ნატო-ს ლიდერთა სამიტზე, რომელიც 2022 წლის 28-30 ივნისს მადრიდში გაიმართება, სიტყვით გამოვა.
როგორც ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანამ განაცხადა, მადრიდის სამიტი იქნება “ნამდვილად გარდამტეხი”.
მისი თქმით, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ლიდერები ასეთ სამიტს პირველად დაესწრებიან.
“პრეზიდენტი ზელენსკის მონაწილეობა იქნება ამა თუ იმ გზით ჩვენს სამიტზე მადრიდში”, – აღნიშნა მან.
გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს ბევრი საკითხის განხილვა მოუწევთ.
“და შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ეს ნამდვილად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი სამიტი ნატოს ისტორიაში. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან ათწლეულს. ნატო არის ევროპის უსაფრთხოების ცენტრალური ელემენტი”, – განაცხადა ჯოანამ.
მისივე თქმით, ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები გადაწყვეტენ ბევრად უფრო მძლავრ ყოფნას ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე ბალტიიდან შავ ზღვამდე. ასევე მიიღება ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია.
ცალკე განიხილება ალიანსის გაფართოების საკითხები და „ღია კარების“ პოლიტიკა.
ჯოანამ იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი და ფინეთი შეუერთდებიან ნატოს.
29-30 ივნისს ესპანეთში ნატოს წევრი 30 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა სამიტი გაიმართება.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


