ზელენსკი – მალე დავიწყებთ შეტევით ოპერაციებს, შემდეგ კი თვითმფრინავებს მოგვცემენ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა მალე დაიწყებს შეტევითი ოპერაციების განხორციელებას. ამის შემდეგ არსებობს რწმენა, რომ მოკავშირეები მოგვცემენ საბრძოლო თვითმფრინავებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ომი ასე მიდის, რომ უკრაინა მუდმივად უნდა ამტკიცებდეს თავის განზრახვებს ბრძოლის ველზე.
“ჯერ წინ მივდივართ, ვაჩვენებთ, რომ სამ დღეში ვერ გვაჩერებენ და მერე გვაძლევენ რაიმე იარაღს. რატომ ვარ დარწმუნებული, რომ გვექნება თვითმფრინავები? რადგან მალე გვექნება შეტევითი მოქმედებები და ამის შემდეგ დარწმუნებული ვარ, თვითმფრინავებს მოგვცემენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ფინეთში დღეს ჩავიდა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


