ზელენსკი – მარტიდან რუსული ტყვეობიდან 1 031 ადამიანი გავათავისუფლეთ


ავტორი
Front News საქართველო
მარტიდან, უკრაინულმა მხარემ რუსული ტყვეობიდან 1 000-ზე მეტი ადამიანის დაბრუნება მოახერხა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 52 ადამიანის დაბრუნება შევძელით: 50 ჩვენი მცველისა და ორი მშვიდობიანი მოქალაქის. მათ შორის არიან ეროვნული გვარდიის სამხედროები, საზღვაო ძალები, მესაზღვრეები, უშიშროების ძალები.
ანდრეი ალბოვი მარიუპოლის სამხედრო ჰოსპიტლის ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელია, ის აზოვსტალიდან იქნა ევაკუირებული. ვასილ ჩალენკო მოხალისეა, დაცვის თანამშრომელი, სადაზვერვო ოცეულის მეთაური. ამ 52-ს შორის არის მეზღვაური ზმეინიდან, ასევე ეროვნული გვარდიელი, რომელიც დაატყვევეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვის დროს და SBU-ს პენსიონერი, რომელიც ოკუპანტებმა ბუჩაში აიყვანეს.
ჩვენ რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყველა ტყვედ ჩავარდნილი გვახსოვს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თითოეული მათგანი დაბრუნდეს. ჩვენი გუნდი ყოველთვის მუშაობს – ესენი არიან ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, ლუბინეცი და სხვები.
მთლიანობაში, მარტიდან 1 031 ადამიანი უკვე გაათავისუფლეს რუსული ტყვეობიდან. მადლობა მთელ გუნდს ამ შედეგისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს