Logo

ზელენსკი – მე ჩემს კაბინეტში ვარ, ვმუშაობთ გამარჯვებისთვის

უკრაინა
1379
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონიდან კიევში დაბრუნების შემდეგ უკრაინელებს საკუთარი კაბინეტიდან მიმართა.

 

“დილა მშვიდობისა ყველას! ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ! ჩვენი ტელეფონები უკვე მუშაობს, მე ჩემს კაბინეტში ვარ. ჩვენ ვმუშაობთ გამარჯვებისთვის. კარგი დღე ყველას! ჩვენ გავიმარჯვებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ორი დღის წინ ზელენსკი თეთრ სახლში პრეზიდენტ ბაიდენს შეხვდა, შემდეგ კი კონგრესს მიმართა. ვაშინგტონიდან დაბრუნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი პოლონელ კოლეგასაც შეხვდა.

 

ომის დაწყების შემდეგ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ზელენსკიმ უკრაინა დატოვა.

 

ბიბისის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავი და გამანადგურებელი F-15 აცილებდა.

Advertisement