ზელენსკი – მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოქროს გლობუსის საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიის მონაწილეებს ონლაინ მიმართა.
მისი თქმით, ორმა მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მაგრამ მესამე მსოფლიო ომი არ იქნება, რადგან უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას.
“მილიონობით ადამიანი დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დროს. მეორე მსოფლიო ომმა გაანადგურა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე. არ იქნება მესამე მსოფლიო ომი. ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე.
ჩვენ ამას გავაკეთებთ მთელ თავისუფალ სამყაროსთან ერთად. იმედი მაქვს, რომ ჩვენი გამარჯვების დღეს ყველანი ჩვენთან იქნებით. დიდება უკრაინას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს