Logo

ზელენსკი - მხოლოდ ერთ თვეში უკრაინის დარტყმების შედეგად რუსეთმა ნავთობის სექტორში მინიმუმ 2.3 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა

უკრაინა
172
Frontnews image description

ბოლო თვის განმავლობაში უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად რუსეთმა ნავთობის სექტორში მინიმუმ 2.3 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით,  უკრაინის "გრძელვადიანი სანქციები“ ეფექტურია და აგრესორ ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ დარტყმას აყენებს.

"მხოლოდ მარტში, ჩვენი შორ მანძილზე ოპერაციების გამო რუსეთის ნავთობის დანაკარგები მინიმუმ 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს მხოლოდ ერთი თვეა. ახლა, აპრილში, ჩვენ ვაგრძელებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს მათი დარტყმების სიზუსტისთვის და განსაკუთრებით აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალები, სპეციალური ოპერაციების ძალები, სარაკეტო ბრიგადები, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახური და დაზვერვის სამსახურები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები