ზელენსკი - მხოლოდ ორბანს შეუძლია იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა იმაზე, თუ როგორ გაზარდოს თავისი არმია

ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი "მუცლის გაზრდაზე" ფიქრობს და არა არმიის გაზრდაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ბატონმა იშინგერმა (ვოლფგანგ იშინგერი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე) კონფერენციამდე ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ უკრაინა ევროპას იცავს, საფრთხე არც ისე დიდია. გულწრფელად რომ ვთქვათ და ცოტა ცინიკურად, დღეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად იგივეა, მაგრამ შეხედეთ რა ფასად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების თავგანწირვის წყალობით, ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ, მშვიდობიანად იცხოვრონ.
"დამოუკიდებელი პოლონეთი და თავისუფალი ბალტიისპირეთის ქვეყნები დგანან ჩვენი ხალხის უკან. მხოლოდ ვიქტორს შეუძლია იფიქროს მუცლის გაზრდაზე და არა იმაზე, თუ როგორ გაზარდოს თავისი არმია, რათა შეაჩეროს რუსული ტანკები, რომლებიც შეიძლება, ბუდაპეშტის ქუჩებში დაბრუნდნენ. ჩვენი ხალხიდან არცერთი არ ირჩევს ასეთ გმირობას. უკრაინამ ეს ომი არ აირჩია. უკრაინელები ხალხია და არა ტერმინატორები, ჩვენი ხალხი კვდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ორბანი ზელენსკის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ეს დიდად დაეხმარება უნგრელებს სიტუაციის უფრო ნათლად დანახვაში".
"ეს დისკუსია არ ეხება ჩემს ან თქვენს შესახებ. ეს ეხება უნგრეთის, უკრაინისა და ევროპის მომავალს. სწორედ ამიტომ ვერ გახდებით ევროკავშირის წევრი", - წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




