ზელენსკი – მხოლოდ უკრაინის გაძლიერება და ოკუპანტების მთელი ჩვენი ტერიტორიიდან განდევნა დააბრუნებს მშვიდობას, ჩვენ ამ გზით წავალთ


ავტორი
Front News საქართველო
პირველ რიგში, მხოლოდ უკრაინის გაძლიერება და ოკუპანტების ჩვენი მთელი ტერიტორიიდან განდევნა დააბრუნებს მშვიდობას. ჩვენ ამ გზით წავალთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
ზელენსკის თქმით, პუტინმა არ იცის რა არის ღირსება და პატიოსნება.
“უკრაინა იყო და რჩება ლიდერი მოლაპარაკებების მცდელობებში. ეს ჩვენი სახელმწიფო იყო, რომელიც ყოველთვის სთავაზობდა რუსეთს თანაცხოვრებას თანაბარ პირობებში და რჩება ლიდერი მოლაპარაკებებში.
ცხადია, რომ ეს შეუძლებელია რუსეთის პრეზიდენტთან, აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ რუსეთთან დიალოგისთვის უკვე რუსეთის სხვა პრეზიდენტთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პუტინმა დღეს “კიევის რეჟიმს” მოუწოდა, “პატივი სცეს დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების არჩევანს, რადგან მხოლოდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობის გზა”.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს