Logo

ზელენსკი - მოლაპარაკების პროცესში ჩართული რომ იყოს, ალბათ, უკეთ გაერკვეოდა, რა არის "პატარა ნაჭერი" და რა არის უკრაინის ტერიტორია

უკრაინა
262
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი "რამდენიმე კვადრატულ კილომეტრზე ვაჭრობის" შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის სამმხრივ მოლაპარაკებებში არ მონაწილეობს.

"ვიცე-პრეზიდენტი, სრული პატივისცემით, არ მონაწილეობს შეერთებულ შტატებს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში. მე ვფიქრობ, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ჩართული რომ იყვნენ, ალბათ, უფრო  ჩაუღრმავდებოდნენ იმას რა არის "პატარა ნაჭერი", რა არის უკრაინის ტერიტორია, დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, აგრესორი ქვეყნის მიზნებს შორის უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაცაა და რომ ეს მიზანი "ყოველთვის არსებობდა ამა თუ იმ ფორმით“.

"და აღმოსავლეთის ოკუპაცია შესაძლებლობაა, მომზადდეს პლაცდარმი, შეიძლება ითქვას, შემდგომი შეტევითი მოქმედებებისთვის“, - განმარტა ზელენსკიმ.

8 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებებზე კომენტირებისას, ვენსმა ეჭვქვეშ დააყენა "რამდენიმე კვადრატული კილომეტრის“ გამო კამათის გონივრულობა. მან ასევე აღნიშნა, რომ "ტანგოსთვის ორია საჭირო“, ამიტომ უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმებას დამოუკიდებლად უნდა მიაღწიონ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები