ზელენსკი – მსოფლიო წააგებს, თუ არ დაიცავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს, ჯერ კიდევ არის დრო, ეს არ დავუშვათ


ავტორი
Front News საქართველო
ქვეყნები დიდი ხანის განმავლობაში მუშაობდნენ მსოფლიოში რადიაციული უსაფრთხოების მისაღწევად, თუ ახლა ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგური არ იქნება დაცული რუსი დამპყრობლებისგან, მსოფლიო წააგებს ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ თავის მიმართვაში განაცხადა.
“მსოფლიო მრავალი ათწლეულის განმავლობაში იბრძოდა სათანადო კონტროლისთვის ყველა ქმედებაზე ბირთვული მასალებისა და რადიაციული უსაფრთხოებისთვის. და თუ ახლა მსოფლიოს არ ეყოფა ძალა და გადაწყვეტილება ერთი ატომური სადგურის დასაცავად, ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო წააგებს. ჯერ კიდევ არსებობს შანსი არ დავუშვათ ეს წაგება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ნებისმიერი რადიაციული ინციდენტი ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე შეიძლება იყოს დარტყმა მრავალი ქვეყნისთვის – პოტენციურად საშიში ზონები მხოლოდ ქარის მიმართულებასა და ძალაზეა დამოკიდებული.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსულმა ჯარმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს სადგურის ტერიტორია და მიმდებარე ტერიტორიები – ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მსოფლიომ კი რუსეთის, მათ შორის “როსატომისა” და ტერორისტული ქვეყნის მთელი ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები უნდა დააწესოს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს