ზელენსკი – მსოფლიომ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს შოიგუს ზღაპრებზე


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი იყო, არის და იქნება ყველაფერი ბინძურის წყარო და ეს კარგად ესმის მთელ მსოფლიოს. ამიტომ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი შოიგუს ზღაპრები “ბინძური ბომბის“ შესახებ, შეუმჩნეველი არ უნდა დარჩეს და მსოფლიო საზოგადოებამ “მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება“ უნდა მოახდინოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“როდესაც დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრი აწყობს სატელეფონო კარუსელს და ურეკავს საგარეო საქმეთა მინისტრებს ე.წ. ბინძური ატომური ბომბის ისტორიებით, ყველას კარგად ესმის, ვინ არის ყველაფერი ბინძურის წყარო, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება ამ ომში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ახლა მსოფლიომ რაც შეიძლება მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებებზე უკრაინის ე.წ. პროვოკაციების შესახებ.
“თუ რუსეთმა მოამზადა ესკალაციის კიდევ ერთი ნაბიჯი, მან უნდა დაინახოს ახლა, რომ მსოფლიო მას არ გადაყლაპავს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, “ყველგან, სადაც რუსეთმა სიკვდილი და დეგრადაცია მოიტანა, უკრაინელები ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან”.
“იქ, სადაც უკრაინაა, სიცოცხლე არასოდეს ნადგურდება, მაგრამ სადაც რუსეთი მოდის, ყველგან ტოვებს მასობრივ საფლავებს, აწამებს ადამიანებს, ანადგურებს ქალაქებსა და სოფლებს, ტოვებს დანაღმულ მიწას, განადგურებულ ინფრასტრუქტურას და სტიქიურ უბედურებებს. და თუ ვინმეს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება ევროპის ჩვენს ნაწილში, ეს მხოლოდ ერთი სუბიექტია და სწორედ ამ სუბიექტმა უბრძანა ამხანაგ შოიგუს დარეკვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს სატელეფონო საუბრები გამართა კოლეგებთან საფრანგეთში, თურქეთში, ბრიტანეთში, აშშ და ისაუბრა “პროვოკაციების მომზადების” შესახებ “ბინძური ბობმის” გამოყენებით.
შოიგუს განცხადებას გამოეხმაურნენ მიხაილო პოდოლიაკი და დმიტრო კულება. მათი თქმით, რუსეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება სრული აბსურდი და ტყუილია.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს