ზელენსკი მსოფლიოს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების ბოიკოტისკენ მოუწოდებს – “დაე, ომმა გამოკვებოს ისინი”


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობებს ბოიკოტი გამოუცხადონ.
“მე-12 დღეა, ვიცავთ ქვეყანას აგრესორის შემოსევისგან. ჩვენ არასდროს გვინდოდა ეს ომი, მაგრამ ის მოგვიტანეს. მკვლელობაზე არასდროს ვოცნებობდით, მაგრამ გვიწევს, რადგან მტერი ჩვენი მიწიდან და ჩვენი ცხოვრებიდან უნდა განვდევნოთ. ჩვენ იმის გადატანა გვიწევს, რაც 80 წლის მანძილზე არცერთ ევროპულ ხალხს არ უნახავს და სწორედ ჩვენს მიწაზე წყდება, გახდება თუ არა სხვა ვინმე ევროპაში იგივე აგრესიის მსხვერპლი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მსოფლიოს ლიდერები თანხმდებიან, რომ უკრაინა წყვეტს კონტინენტის მომავალს თავისი წინააღმდეგობით და მეგობრების დახმარებით.
“თუ შემოჭრა გაგრძელდება და რუსეთი უარს არ იტყვის თავის გეგმებზე უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ საჭიროა ახალი სანქციების პაკეტი, ახალი სანქციები, ომის წინააღმდეგ მშვიდობისთვის. ჩვენ გვჭირდება ბოიკოტი რუსეთის ექსპორტზე, კერძოდ, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უარყოფა. ამას შეიძლება ეწოდოს ემბარგო, ან უბრალოდ მორალი, როცა უარს ამბობ ტერორისტისთვის ფულის მიცემაზე. თუ ისინი ვერ იცავენ ცივილიზებულ წესებს, მაშინ არც საქონელი და მომსახურება არ უნდა მიიღონ. დაე, ომმა გამოკვებოს ისინი“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობამ კიდევ უფრო გადამწყვეტად უნდა იმოქმედოს.
“უნდა ებრძოლო არაადამიანურ ძალებს, რომლებსაც სურთ კაცობრიობის განადგურება. უკრაინის არმიის წარმატება. უკრაინელი ხალხის ნება, საერთაშორისო სანქციების პრინციპი – ეს არის გზა მშვიდობისაკენ”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა