ზელენსკი – მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს ყველაზე გავლენიანი შუამავალი, მოლაპარაკებებში უკვე ჩართულია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, “აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციასთან დაკავშირებით ოკუპანტებთან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამ მოლაპარაკებებში მიწვეულია ყველა, ვინც შესაძლებელი იყო.
“ჩვენ არ ვწყვეტთ მცდელობებს, გადავარჩინოთ მთელი ჩვენი ხალხი მარიუპოლიდან და „აზოვსტალიდან“. ახლა ძალიან რთული მოლაპარაკებები მიმდინარეობს ევაკუაციის მისიის ეტაპზე – მძიმედ დაჭრილების, მედიკოსების გაყვანაზე, საუბარია ადამიანთა დიდ რაოდენობაზე.
მსოფლიოში ყველა, ვინც შეიძლება იყოს ყველაზე გავლენიანი შუამავალი, შესაბამის მოლაპარაკებებში უკვე ჩართულია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს