ზელენსკი – მტერი მასირებული სარაკეტო იერიშებისთვის ემზადება


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე, მტერი ემზადება მასირებული სარაკეტო იერიშებისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს არ უთქვამს უარი ტერორის ტაქტიკაზე. მასირებული სარაკეტო იერიშების შეწყვეტა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ მტერი ემზადება მათთვის და შეიძლება, ნებისმიერ დროს დაგვარტყას. აშკარაა, რომ შუქის გარეშეც ჩვენ კარგად ვიცით, სად ვისროლოთ და რა ჩამოვაგდოთ, თუმცა რუსეთს მაინც აქვს ენერგოკრიზისის იმედი. ეს ტერორისტების ბოლო იმედია. ვიდრე მათ აქვთ რაკეტები, რუსეთში კი ისინი ჯერ კიდევ არის, გთხოვთ, სერიოზულად მიუდექით უკრაინის სამხედრო მეთაურობის, ჩვენი საჰაერო ძალებისა და საჰაერო განგაშის სიგნალის ყველა გაფრთხილებას.
ჩვენ მტრის ნებისმიერი განზრახვისთვის ყველა დონეზე უნდა ვიყოთ მზად. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს ზამთარი გადავლახოთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს