Logo

ზელენსკი - ნატო აშშ-ის გარეშე ალიანსის წევრებსაც კი ვერ დაიცავს

უკრაინა
131
Frontnews image description

ნატო ვერ შეძლებს თავისი წევრი ქვეყნების დაცვას, თუ შეერთებული შტატები დატოვებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ჩვენ დიაგნოზს არ დავსვამთ, მაგრამ ამერიკის გარეშე ეს ნატო არ არის. ალიანსი ამერიკის გარეშე რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ჩემი აზრით, საკუთარი ქვეყნების დაცვასაც კი ვერ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის არმია ამჟამად ევროპაში ყველაზე ძლიერია, ამიტომ ევროპამ უკრაინა უნდა დაუჭიროს მხარი და დაიცვას იგი.

"იმიტომ, რომ თუ ხვალ იქნება აგრესია, ან თუ ხვალ იქნება საფრთხე და შეერთებული შტატები გააგრძელებს იზოლაციის პოლიტიკას, უკრაინის გარდა არავინაა, რომ გააძლიეროს ევროპა", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ევროპა გააკრიტიკა. უკრაინის ლიდერმა განაცხადა, რომ ევროპამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ დაიცვას თავი. მისივე თქმით, პუტინი არა მხოლოდ ჯერ კიდევ არ არის სასამართლოში, არამედ მოახერხა კიდეც "ევროპის შეჩერება" გაყინული აქტივების კონფისკაციის საკითხში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები