ზელენსკი – ოკუპანტების კონტროლის ქვეშ ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ია, რაც თითქმის 125 ათასი კვადრატული კილომეტრია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიის თითქმის მეხუთედს აკონტროლებენ.
“რუსეთის ჯარები უკრაინის 3 620 დასახლებულ პუნქტში შეიჭრნენ. მათგან 1 017 უკვე გათავისუფლებულია, კიდევ 2 603 უნდა გათავისუფლდეს. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 20%-ს ოკუპანტები აკონტროლებენ, თითქმის 125 000 კვადრატულ კილომეტრს. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ბენილუქსის ყველა ქვეყნის ტერიტორია ერთად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, 2014 წლიდან 2022 წლის 24 თებერვლამდე, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე თითქმის 43 000 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებდა – ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების მესამედს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს