ზელენსკი – ომი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, არ გვაქვს უფლება, დავთმოთ მიწა და ხალხი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთთან ომი უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, რადგან უკრაინელ ხალხს სხვა გზა არ აქვს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“ყველა ომი დიპლომატია მთავრდება. დიპლომატიას შეუძლია მშვიდობამდე მიგვიყვანოს. ყველა ნორმალურ ადამიანს მშვიდობა უნდა. ნებისმიერი ომი მშვიდობით უნდა დასრულდეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ომი უკრაინაში ბევრი ადამიანის ტანჯვით და დაღუპვით დასრულდება, თუმცა უკრაინელებს სხვა არჩევანი არ აქვთ, რადგან ისინი იცავენ თავიანთ მიწას და იბრძვიან თავისუფლებისთვის.
“ამიტომ, ჩვენ გამოსავალი არ გვაქვს, ომი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. ეს არ არის ომი ბოლო უკრაინელამდე, ჩვენ არ გვაქვს უფლება დავთმოთ მიწა და ამ მიწაზე მცხოვრები ხალხი”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს