Logo

ზელენსკი - პუტინი საბოლოოდ მოატყუებს ტრამპს და ამას მთელი მსოფლიო დაინახავს

უკრაინა
256
Frontnews image description

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს შორის მოლაპარაკებები ბევრ კითხვას ბადებს, თუმცა, კრემლი ომის დასრულებას ჯერ კიდევ არ აპირებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ამ გუნდებს შორის ძალიან თბილი საუბარი მიმდინარეობს, თუმცა არ მჯერა, რომ შემიძლია პრეზიდენტ ტრამპს ვუთხრა, როგორ აწარმოოს დიალოგი. ის არის შეერთებული შტატების მიერ არჩეული პრეზიდენტი. მას შეუძლია გააკეთოს ის, რაც სურს, ჩემი პოზიცია ყოველთვის იყო, ეს მათი ორმხრივი ურთიერთობებია, მაგრამ მე მჯერა, რომ პუტინს არ სურს ომის დასრულება. და საბოლოოდ, ის ტრამპს მოატყუებს. თქვენ ამას ნახავთ. ყველა, მთელი მსოფლიო დაინახავს ამას“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, პუტინი მზად არის დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მასზე ძლიერი ზეწოლა მოხდება.

"სხვა გზა არ არსებობს. და სწორედ ამიტომ არ ვიცი, რაზე საუბრობენ ისინი ერთმანეთში. თუმცა, როგორც პრეზიდენტი, უკრაინის საკითხით ვარ დაინტერესებული. მიმაჩნია, რომ არასწორია უკრაინაზე საუბარი უკრაინის გარეშე. მიმაჩნია, რომ უსამართლოა უკრაინაზე საუბარი და ზოგიერთი საკითხის ჩვენს გარეშე გადაწყვეტა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement