ზელენსკი - პუტინი სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოში ყველა არ გმობს მის თავდასხმებს უკრაინაზე, მას ომის გაგრძელება სურს


ავტორი
Front News საქართველო
რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი სარგებლობს იმით, რომ მსოფლიოში ყველა არ გმობს მის თავდასხმებს უკრაინაზე. მას ომის გაგრძელება სურს და ამისთვის დროით ვაჭრობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსების მიერ დღეს განხორციელებული მასშტაბური დარტყმის შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 80 ადამიანი დაშავდა, ყველას დახმარება გაეწია. ასევე არიან დაღუპულები, ამ დროისთვის ცნობილია ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ - კიევსა და ლუცკში. შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ იყვნენ ადამიანები.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, კიევში დაიღუპნენ მაშველები - დანილ სკადინი, ანდრეი რემენი და პაველ ეზგორი, რომლებიც პირველი დარტყმის ადგილზე მივიდნენ და რუსი ოკუპანტების მეორე დარტყმის შედეგად დაიღუპნენ.
"და სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველა არ გმობს ასეთ დარტყმებს. სწორედ ამას იყენებს პუტინი. ის დროს ეძებს ომის გასაგრძელებლად. რუსები მუდმივად ცდილობენ მსოფლიოს გახლეჩას, რათა თავიდან აიცილონ ომისთვის ზეწოლის ზრდა“, - აღნიშნა მან.
ზელენსკის თქმით, დიპლომატია უნდა მუშაობდეს, უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი, მშვიდობა უნდა დამყარდეს. ამისთვის საჭიროა საწყისი ნაბიჯები, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა