
ავტორი
Front News საქართველო
რუსი დიქტატორი ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის გასაგრძელებლად ასობით ათასი ჯარისკაცის მობილიზებას გეგმავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, პუტინის გეგმების შესახებ სადაზვერვო ინფორმაცია აქვს. ცნობილია, რომ აგრესორ ქვეყანაში მობილიზაციის ახალი ტალღა რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნების შემდეგ, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში დაიწყება.
ზელენსკიმ ასევე განმარტა, რომ დიქტატორს კვლავ ეშინია ღია მობილიზაციის ჩატარების, ამის მიუხედავად, ის რუსეთის არმიაში 300 000-დან 500 000-მდე ჯარისკაცის გაწვევას გეგმავს.
ამ ფონზე, უკრაინის ლიდერმა მოუწოდა თავის მოკავშირეებს, მნიშვნელოვნად გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე, სანამ ძალიან გვიან არ არის, რაც პირველ რიგში, ძლიერ სანქციებს გულისხმობს.
ამასთან, მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები გააგრძელებენ შორ მანძილზე მოქმედი დარტყმების კამპანიას მტრის კიდევ უფრო დასასუსტებლად.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი პრობლემის შექმნა ლოგისტიკის, იარაღისა და საწვავის კუთხით, ეს ყველაფერი სერიოზულ დაბრკოლებად იქცევა მობილიზაციის ახალი ტალღისთვის.
"ის (პუტინი) ბრძოლის ველზე ცუდად მომზადებულ და ძირითადად მოუმზადებელ ჯარებს გადაისვრის. ეს დიდ დანაკარგებს ნიშნავს. თუმცა, მისი არჩევანია, გააკეთოს ეს თუ არა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთში კიდევ 30 000 ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს, ირანის რეჟიმი ბალისტიკურ და სხვა ტიპის რაკეტებს გადასცემს, ჩინეთი კი უკვე თანამშრომლობს აგრესორ ქვეყანასთან ტექნოლოგიების სფეროში.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პუტინის უახლოესი გარემოცვა, განსაკუთრებით გავლენიანი ბიზნესმენები, სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემებს აცნობიერებენ. ამის მიუხედავად, თავდაცვის ინდუსტრია მშვიდობის წინააღმდეგია.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს