Logo

ზელენსკი – პუტინმა და ყველა მისმა თანამზრახველმა აგრესიისთვის სამართლიანი სასჯელი უნდა მიიღონ

უკრაინა
1103
Frontnews image description

ვლადიმერ პუტინი და მისი ყველა თანამზრახველი უნდა დაისაჯონ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონფერენციაზე – United for Justice განაცხადა.

 

სამიტზე, რომელსაც არაერთი ქვეყნის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიომ ძლიერად უნდა უპასუხოს აგრესიასა და ტერორს.

 

მისივე თქმით, ახლა უკრაინამ, დასავლეთის ქვეყნებთან ერთად, უნდა მოამზადოს ინსტრუმენტების სრული ნაკრები როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა სამართლიანობამ იმოქმედოს რუსეთის აგრესიის ყველა ასპექტთან და მის ყველა დამნაშავესთან მიმართებაში.

 

“რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ყველა თანამზრახველმა უნდა მიიღონ კანონიერი და სამართლიანი სასჯელი ყველაფრისთვის, რაც გააკეთეს. ყველას სახელით და ხსოვნისთვის, ვისაც სიცოცხლეც წაართვეს, ვისი ბედიც გაანადგურეს, აგრესიის გამო, რაც მათ დაიწყეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement