ზელენსკი - პუტინმა უნდა იგრძნოს, რომ ომის გაგრძელების შესახებ მისი განზრახვა რუსეთს ტკივილს მოუტანს


ავტორი
Front News საქართველო
პუტინმა უნდა იგრძნოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების და პოლონეთისა და რუმინეთის მსგავს ქვეყნებზე დესტაბილიზაციის აქტივობის გავრცელების განზრახვა რუსეთისთვის მტკივნეული იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის მიღებას ელის.
"ჩვენ ველით, რომ სანქციების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე რუსული ენერგორესურსები და მათი სავაჭრო ინფრასტრუქტურა იქნება. ასევე რუსეთის საბანკო სექტორი და სანქციებისგან თავის არიდების სხვადასხვა სქემა, რომელსაც რუსეთი ომის დასაფინანსებლად იყენებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, მან და მეცოლამ დეტალურად განიხილეს, თუ როგორ უნდა გახადონ უფრო ევროპული სლოვაკეთის და უნგრეთის პოზიციები, რომლებსაც ჯერ კიდევ აქვთ გარკვეული ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე.
"ჩვენ ასევე ველოდებით აშშ-ის შესაბამის სანქციებს. პუტინმა უნდა გაიგოს, რომ მისი განზრახვა, გააგრძელოს ომი, გააგრძელოს თავდასხმები, კერძოდ, გადაიტანოს დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პოლონეთი და რუმინეთი, რუსეთისთვის ტკივილს ნიშნავს", - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, რუსებმა უნდა იგრძნონ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა დანაკარგები, რათა უკრაინამ და რუსეთმა საბოლოოდ შეძლონ მშვიდობასთან დაახლოება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს