ზელენსკი – ყირიმი უკრაინაა და დეოკუპაციის შემდეგ ევროკავშირის ნაწილი გახდება


ავტორი
Front News საქართველო
ყირიმი იყო, არის და რჩება უკრაინის ნაწილად და მას შემდეგ რაც უკრაინა დააბრუნებს მის კონტროლს, ის გახდება ევროკავშირის ნაწილი, – ამის შესახებ ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტის გახსნის დროს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
“უკრაინის მიერ ყირიმზე კონტროლის აღდგენა იქნება ომის საწინააღმდეგო ისტორიული ნაბიჯი ევროპაში. ეს აღადგენს უსაფრთხოებას და სამართლიანობას, ყირიმის რეინტეგრაციას თანამედროვე სამყაროში და ეს საშუალებას მისცემს ყირიმის პლატფორმის თითოეულ მონაწილეს უთხრას მათ შვილებს, ახლობლებს, ნათესავები, რომ შეუძლიათ იამაყონ ჩვენით.
ყირიმი იყო და არის უკრაინული და დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენს სახელმწიფოსთან ერთად, ის გახდება ევროკავშირის ნაწილი, ამაში დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მხოლოდ უკრაინას შეუძლია დააკავშიროს სიმფეროპოლი ბერლინთან და იალტა ნეაპოლთან.
“მხოლოდ უკრაინას აღელვებს ყირიმის რეალური უსაფრთხოება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს