ზელენსკი – ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმის დრონი ადასტურებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს

ავტორი
Front News საქართველო
ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმის დრონი ადასტურებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, რუსებმა დღეს კრივი-რიჰში, საცხოვრებელ კორპუსებს დაარტყეს. წინასწარი ინფორმაციით, მტერმა ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა.
“ამ დროისთვის ცნობილია 14 ადამიანის დაღუპვის შესახებ, მათ შორის 6 ბავშვია. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება. სულ მცირე 5 სახლი დაზიანდა”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები ყოველდღიურად იღუპებიან ასეთი თავდასხმების შედეგად – რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა.
“ყოველი რაკეტა, ყოველი თავდასხმის დრონი ადასტურებს, რომ რუსეთს მხოლოდ ომი სურს. და მხოლოდ რუსეთზე მსოფლიოს ზეწოლა, უკრაინის, ჩვენი საჰაერო თავდაცვის, ჩვენი ძალების გაძლიერება – მხოლოდ ეს განსაზღვრავს, როდის დასრულდება ომი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს, ევროპას და მსოფლიოს ყველა სხვა ქვეყანას შეუძლია აიძულოს რუსეთი დაასრულოს ტერორი და ომი და ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


