Logo

ზელენსკი – ყველა ჩვენმა ქალაქმა, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშაა, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება

უკრაინა
849
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს და აცხადებს, რომ „უკრაინა დაბრუნდება“. 

 

“ხერსონმა, მელიტოფპოლმა, ბერდიანსკიმ, ენერგოდარმა, მარიუპოლმა და ყველა ჩვენმა ქალაქმა და თემმა, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშაა, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება, იცოდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო არავის ტოვებს.

 

ჩვენ გვახსოვს ყირიმის შესახებ და არასდროს დავივიწყებთ 1944 წელს, გენოციდს, რომელიც ყირიმელ თათრებს საბჭოთა ხელისუფლებამ მოუწყო. არც 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ყველაფერი თავისუფალის განადგურების მეორე ტალღას“, – აცხადებს ზელენსკი.

 

მისივე თქმით, თუ რამდენ ხანს გასტანს ომი, ამის პასუხი მხოლოდ ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარებიდან გამომდინარეობს.

 

“ჩვენ ვალდებული ვართ, გავყაროთ ოკუპანტები და უკრაინისთვის რეალური უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement