Logo

ზელენსკი – ყველა ერთნაირად ფიქრობს: ომი შორსაა, სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ხომ ქართველების სადარდებელია, სადღაც ყირიმში ან დონბასში, ეს უკრაინელების სადარდებელია

უკრაინა
1329
Frontnews image description

ბოროტება, რომელიც თითქოს საბოლოოდ დამარცხდა და მიწამდე დაიწვა 1945 წელს, ფერფლიდან 80 წლის შემდეგ ხელახლა იბადება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ყველაფერი ერთ წამში ხდება. იმ წამს, როდესაც მსოფლიო ვერ ამჩნევს. ზოგს ეძინება. ზოგიერთს ღრმა ძილით სძინავს, ვიღაც ყურადღებას არ აქცევს. საერთო ჯამში კი ყველა დუმს. და ყველა ერთნაირად ფიქრობს, რომ ეს მას არ შეეხება: ომი შორსაა, სადღაც დნესტრისპირეთში, ეს მოლდოველების პრობლემაა; სადღაც აფხაზეთსა და ოსეთში, ეს ხომ ქართველების სადარდებელია; სადღაც ყირიმში ან დონბასში, ეს უკრაინელების სადარდებელია; ეს ჩვენ არ შეგვეხება, რაკეტა ჩვენთან არ მოფრინდება, ჩვენ არ არ მოგვაკითხავენ. სამწუხაროდ, შემდეგ ეს ყველას სადარდებელი ხდება. ადრე თუ გვიან, საშინელი ომის მოგონებები რეალობად იქცევა. მეზობელი აგრესორი ხდება. აგრესორი ხდება ტერორისტი, ნაციზმი კი მისაბაძი მაგალითი. ის შეიძლება, მოვიდეს ახალი ნიღბით, ახალი ლოზუნგებით, თუმცა იმავე მიზნით. სამწუხაროდ, ჩვენ ამის შესახებ წიგნებიდან არ ვიცით. ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება შეიძლება, ჩვენს სახლებში მოვიდეს. ბოროტების ფორმა გახდა სხვა, არსი კი უცვლელია. დამპყრობლები საკუთარ თავს გამათავისუფლებლებს ეძახიან, საკუთარი არმიის შეჭრას თავდაცვას არქმევენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, დღეს რუსეთის ტაქტიკა უკრაინის წინააღმდეგ ომში ტერორად იქცა, რამაც დამპყრობლების სისუსტე დაადასტურა. ასეთი ქმედებების ერთადერთი შესაძლო შედეგი აგრესორის დამარცხება იქნება.

Advertisement