ზელენსკი – ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე სახელმწიფოსთვის მაქსიმალურ შედეგებს ვამზადებთ


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა ყველა მიმართულებით და ყველა დონეზე შემოდგომაზე სახელმწიფოსთვის მაქსიმალურ შედეგებს ამზადებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, დღეს მან საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსის ოლეგ ივაშჩენკოს მოხსენება მოისმინა.
მისი თქმით, ძირითადია სამსახურის გაძლიერება და უკრაინის დაზვერვის თანამშრომლების მიერ მიღებულ უკიდურესად მგრძნობიარე ინფორმაციასთან მუშაობა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, ასევე გრძელდება მუშაობა რუსი ოკუპანტების განზრახვებზე.
“ჩვენ ვემზადებით წინააღმდეგობისთვის და ზუსტად ისე, როგორც ყველაზე სასარგებლო იქნება უკრაინის დასაცავად, ჩვენი ხალხის სიცოცხლის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკის თქმით, დღეს იგი რამდენჯერმე ესაუბრა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის, უპირველეს ყოვლისა, დონეცკის რეგიონთან და იმ ტერიტორიებთან დაკავშირებით, სადაც ახლა განსაკუთრებით რთული ვითარებაა.
“მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს საბრძოლო ბრიგადას ნამდვილი გამძლეობისა და ნამდვილი გამბედაობისთვის.
მადლობა ყველა ლიდერს, უკრაინის ყველა მეგობარს იმის გაგებისთვის, რომ ახლა რუსეთზე ზეწოლა ნაკლებია და სწორედ ამიტომ რუსეთის ხელმძღვანელობა სერიოზულად არ უყურებს დიპლომატიას. მეტი ძალაა საჭირო“, – განაცხადა ზელენსკიმ.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს