ზელენსკი – როგორც ყოველთვის, უფრო ძლიერები ვხდებით ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ

ავტორი
Front News საქართველო
იაპონიაში, G7-ის სამიტზე უკრაინა მართლაც საპატიო მონაწილე იყო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“დღეს, კვირას, აქ, ჰიროსიმაში, უკრაინა იყო ჭეშმარიტად საპატიო მონაწილე G7-ის მუშაობაში. უკრაინის თემა ცენტრალურია, ყველა უკრაინელის პატივისცემა განსაკუთრებულია. მადლობა შვიდეულს!” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მსოფლიოს ნამდვილად ესმის უკრაინის პოზიციის და მხარს უჭერს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაცვა; უსაფრთხოების გარანტიები; ყველა ტერიტორიის დაბრუნება; დატყვევებული ან დეპორტირებული ყველა ადამიანის დაბრუნება; სამართლიანობა და მშვიდობის ფორმულის განხორციელება.
“პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრა – როგორც ყოველთვის, ვხდებით უფრო ძლიერები ასეთი მოლაპარაკებების შემდეგ. შეხვედრა ინდონეზიის ლიდერთან – მნიშვნელოვანი. შეხვედრა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტთან – არსებობს ძლიერი ურთიერთობის პოტენციალი. შეხვედრა კანადის პრემიერ-მინისტრ ტრუდოსთან – მადლობა ჯასტინ. ვესაუბრე ვიეტნამისა და ავსტრალიის ლიდერებს. ცალკე და დეტალურად ვესაუბრეთ იაპონიის პრემიერ-მინისტრს – გავაძლიერებთ თანამშრომლობას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში 20 მაისს ჩავიდა და G7-ის სამიტში მიიღო მონაწილეობა.
ქალაქ ჰიროსიმაში G7-ის რიგით 48-ე სამიტი გაიმართა. G7-ის წევრი ქვეყნებია – აშშ, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, კანადა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


