ზელენსკი – რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს, შესვენებას ძალების აღსადგენად, ომის დასრულება ამ გზით შეუძლებელია


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი ახლა ეძებს შესაძლებლობებს “ხანმოკლე ზავის“ მისაღწევად, მტერს ძალების აღდგენა სურს, ამიტომ ომის დასრულება ამ გზით შეუძლებელია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.
“ომის შეწყვეტა თავისთავად არ იძლევა მშვიდობის გარანტიას. რუსეთი ახლა ეძებს ხანმოკლე ზავს, შესვენებას ძალების აღსადგენად. ზოგიერთმა შეიძლება ამას ომის დასრულება უწოდოს, მაგრამ ასეთი შესვენება მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიის ან სუვერენიტეტის დათმობა “მშვიდობის“ სანაცვლოდ არ მოხდება.
“ამორალური კომპრომისები გამოიწვევს ახალ სისხლისღვრას. ნამდვილი ხანგრძლივი და გულწრფელი მშვიდობა შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული აგრესიის სრული განადგურების შედეგი”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს