ზელენსკი – რუსეთი და ირანი ერთობლივად აგებენ პასუხს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხალხის წინააღმდეგ ტერორიზმზე რუსეთი და ირანი ერთობლივად აგებენ პასუხს.
“ჩვენი სახელმწიფოს რამდენიმე რეგიონსა და ქალაქში დილა (19 დეკემბერი), სამწუხაროდ, გააფუჭა ირანული “შაჰედის” დამახასიათებელმა ხმამ. მაგრამ მათმა უმრავლესობამ, საბედნიეროდ, ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს და ამან ჩვენი დილა ცოტა უკეთესი გახადა“, – განაცხადა ზელენსკიმ უკრაინელებისთვის ომის 299-ე დღის ბოლოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
მისი თქმით, 19 დეკემბერს უკრაინელმა სამხედროებმა 30 “შაჰედი” ჩამოაგდეს, რაც კარგი შედეგია.
“ეს “შაჰედები”, რომლებსაც რუსეთი იყენებდა, არის დრონების ახალი პარტიიდან. ორი რეჟიმის ასეთი ტერორისტული ინტერნაციონალი იბრძვის ხალხის წინააღმდეგ. ასე იყოს, ისინი ერთობლივად აგებენ პასუხს ამაზე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს