ზელენსკი – რუსეთი კამიკაძე-დრონებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს აფრთხილებს, რომ რუსი ოკუპანტები კამიკაძე-დრონებით ხანგრძლივ შეტევას გეგმავენ.
მისი თქმით, 2023 წელს მხოლოდ 2 დღე გავიდა და უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკვე ჩამოაგდეს 80-ზე მეტი ირანული დრონი, რომლებიც რუსებმა ქვეყნის მასშტაბით გაუშვეს.
“უახლოეს მომავალში ეს რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რადგან ამ კვირებში ღამეები შეიძლება საკმაოდ მოუსვენარი იყოს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს გრძელვადიან შეტევას “შაჰედებით”. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტერორისტების ეს მიზანი, ისევე როგორც ყველა სხვა, ჩავარდეს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ საჰაერო ძალების სარდლობას და ცალკეულ დანაყოფებებს მადლობა გადაუხადა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს