Logo

ზელენსკი – რუსეთი შურისძიებისთვის ემზადება, თუმცა არაფერი გამოუვა

უკრაინა
1178
Frontnews image description

რუსეთი ახლა ცდილობს შურისძიების მომზადებას ფრონტზე წარუმატებლობის სერიების ფონზე, მაგრამ მისი გეგმები არ შესრულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ახლა ომი შენელებულია ამინდის პირობების გამო, რადგან ყველა დაიღალა: ბუნებაც, ხალხიც და მტერიც.

 

“ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: ყოველდღიური სასტიკი ბრძოლები ჩვენი სახელმწიფოს აღმოსავლეთით. ჩვენ ვდგავართ მტკიცედ და ძლიერად”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, სამხრეთ და ჩრდილოეთ მიმართულებით ვითარება უკრაინის სრული კონტროლის ქვეშ რჩება.

 

“ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს წინ წავიდეს, გაძლიერდეს და მოემზადოს შურისძიებისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ, რადგან ისინი იბრძვიან არა უკრაინის, არამედ ცხოვრების ცივილიზებული მიდგომის წინააღმდეგ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement