ზელენსკი – რუსეთის დანაშაულები უკრაინელების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა


ავტორი
Front News საქართველო
რუსული არმიის დანაშაულები უკრაინელების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა, საუბარია მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვაზე, წამებაზე, ხალხის დეპორტაციაზე და არა მხოლოდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკსიმ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
“რუსეთის ფედერაციის დანაშაულები უკრაინის ტერიტორიაზე და კონკრეტულად უკრაინელების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა. რუსული არტილერია პირდაპირ ქვებად აქცევს უკრაინის ქალაქებს, ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს. არც ერთი, არც ორი, არამედ ათეული ასეთი დანგრეული ქალაქი და სოფელია. ავიაცია, სარაკეტო ტერორი, რუსული თავდასხმები, რაც მოგვაგონებს ლონდონის ნაცისტების დაბომბვას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, რუსეთის არმიის მიერ 24 თებერვლის შემდეგ გასროლილი რაკეტების 62% კონკრეტულად სამოქალაქო ობიექტებზე იყო მიმართული.
“და ასევე ფილტრაციის ბანაკები, გამოვლენილია წამება და ხალხის მასობრივი საფლავები. უკრაინელების იძულებითი დეპორტაცია რუსეთში, 2 მილიონზე მეტი ადამიანი გაიყვანეს. ჩვენი უკრაინელი ბავშვების უკანონო შვილად აყვანა რუსულ ოჯახებში, რომლებიც რეალურად გაიტაცეს უკრაინიდან. უკრაინის მოქალაქეების კრიმინალური მობილიზება ოკუპირებულ არმიაში, ეს ყველაფერი რეალური მაგალითებია“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე 51 700-ზე მეტი რუსული სამხედრო დანაშაულია რეგისტრირებული.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს